თეგებით ძიება
26. 10. 2021 COVID - 19

„აქციებს ვერ ავუკრძალავ, რადგან ამას კანონი არ კრძალავს" - ამირან გამყრელიძე

„მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც ჩაატარებს პოლიტიკური თუ სხვა მიზნით, მე ამას ვერ ავუკრძალავ, იმიტომ, რომ კანონი არ კრძალავს, დაიცვან რეკომენდაციები და ეცადონ, რომ იყვნენ დისტანცირებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ერთადერთია, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ აკრძალულა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ატარონ ყველგან პირბადე, შინ და გარეთ. თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ, დავიცვათ დისტანცია და შესაბამისად, თავი ავარიდოთ ყოველგვარ ხალხმრავალ შეკრებებს. ერთადერთი, რაც არ აკრძალულა, იგივე საგანგებო მდგომარეობის დროს, ეს იყო პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა