თეგებით ძიება
26. 10. 2021 COVID - 19

"ვემხრობი სავალდებულო ვაქცინაციას" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ საქართველში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალდებულოობა საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ყოველ სამშაბათს ვამბობს, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, ვემხრობი ამას. ხშირად მითქვამს, საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, არამედ მიიღება შეთანხმებული გადაწყვეტილებები განხილვისა და კონსენსუსის წესით. გიდასტურებთ, აცრებში სავალდებულოობა არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა