თეგებით ძიება

"ციხესთან მოყარეს ის ხალხი, რომელიც წამლიდან წამლამდე აზროვნებს" - ლევან ბერძენიშვილი

„მართალი გითხრათ, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკვირვა, მათ შორის, მომხრეებიც და მთავრობა ხომ გააკვირვა და გააკვირვა,“ – ამის შესახებ ყოფილმა „რესპუბლიკელმა“, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა და მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა გუშინდელი აქციაც შეაფასა.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა თქვა, ყველას გაგება შეიძლება, მაგრამ ისინი ერთ თარგზე ჩამოსხმული ადამიანი არიან.

„მათ იოლად ვცნობ, რადგან პარლამენტის წევრი რომ ხარ, ჩვენც გვქონდა ასაღები ეს ცნობა და მეტადონის პროგრამას კარგად ვიცნობ თბილისშიც და ქუთაისშიც. ერთი-ორი ადამიანი ვიცანი მეტადონიდან. ამ დონეზე რომ დავა ხელისუფლება, იმის იმედი, რომ აქვს, თავად ვერ გასცემს პასუხს და მათ მაგივრად პასუხს გასცემს წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ციხეში კი არ ზის, არამედ გარედან აგინებს პრეზიდენტს“, – განაცხადა ბეძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისივე შეფასებით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ეს ნიშნავდა, რომ მან „ყველაფერი სერიოზულად გადაიაზრა“.

„მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით დაიმსახურა, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი. ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა, იმსახურებს სიმპათიას, იმათ სიმპათიასაც იმსახურებს, ვისაც საერთოდ არ აქვს არც სიმპათიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი; იმათგანაც იმსახურებს, ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი შანსი არჩევნებში მონაწილეობაა.

„სააკაშვილის გათავისუფლება და თბილისის გათავისუფლება არის ერთი და იგივე, ერთი პროგრამა, ერთი გამარჯვება, 30-ში წყდება ერთიც და მეორეც. 30-ის არჩევნების ოდნავი დაკნინებაც კი ძალიან საშიშია, რადგან ეს არის რეალური გზა, თუ ამ გზას არ აქვს შედეგი, მაშინ იწყება სხვა გზა და არ გვინდა ეს გზა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს უნდოდეს დაპირისპირება, ჩხუბი და დავიდარაბა, მერე კი ვიცით, სად გადაიზრდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


წყარო: ფორტუნა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა