თეგებით ძიება

"რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე" - ნიკა მელია

"რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის მიერ ხვალ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა.

როგორც მელია აღნიშნავს, 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან.

„გუშინ, რაც ვიხილეთ ჩვენ რუსთავის ციხესთან, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, მე და არამხოლოდ მე, 90-იანი წლების თბილისი გამახსენა ბევრი თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა შესაძლებობა ეხილა ეს კადრები იფიქრა, ეს ის საქართველოა, რომელიც მე აღარ მინდა, ეს ის საქართველოა, სადაც დაბრუნება აღარ მინდა. 30 ოქტომბერს, მთელი თბილისი, დიდიან-პატარიანად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებთან. ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე“,-აღნიშნავს მელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა