თეგებით ძიება

“სიკვდილისთვის წირავენ, მაგ რისკს აყენებენ, ნორმალურები არ არიან” – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, ტვ პირველის ეთერში, მიხეილ სააკაშილის შიმშილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას სწირავენ:

“არსებობს ექიმების საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დასჭირდეს სპეციფიური ტიპის სამედიცინო დახმარება და ამისთვის საჭიროა სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატი ერთის მხრივ და მეორე მხრივ, სპეციალური კვალიფიკაციის ექიმები.

ამის შემდეგ სახალხო დამცველი წავიდა ციხის საავადმყოფოში, შეამოწმა, დაბრუნდა და თქვა, რომ ამ კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი იქ არ არისო, ისევე როგორც არ არისო ის აპარატი, რომელიც შეიძლება დასჭირდეს მას. რაც ნიშნავს იმას, რომ სიკვდილისთვის წირავენ, მაგ რისკს აყენებენ. ახსნა, მოტივი რა შეიძლება იყოს ამისი, პოლიტიკური შურისძიების გარდა, ჩემთვის არ არსებობს. საუბარია, ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლეზე. ნორმალურები არ არიან, შეუძლებელია, მათ საქციელს სერიოზული კომენტარი გაუკეთო", - განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა