თეგებით ძიება

“ან გარეთ გამომიშვი, ან შიმშილობით მოვკვდები – ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს”- ნანა დევდარიანი

ყოფილი სახალხო დამცველი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შანტაჟის ენაზე საუბარს წააგავს.

ამის შესახებ დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ყველა დამნაშავეს ეკუთვნის სასჯელი, ნულოვანი ტოლერანტობა, არავითარი პირობითი მსჯავრი და ყველა ციხეში, მე კი ვიშიმშილებ და ან გავთავისუფლდები, ან მოვკვდები,“- პოლიტიკურ ენაზე ამას ცოტა სხვა რაღაც ჰქვია.

როცა ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს ირლანდიის თავისუფლებისთვის მებრძოლები შიმშილობისას დაიხოცნენ, ისინი იდეისთვის და თავიანთი დამოუკიდებლობისთვის შიმშილობდნენ, ამის უკან კი, ან გარეთ გამომიშვი, ან შიმშილობით მოვკვდები, არაფერი იდეა არ დგას. ეს ძალიან ჰგავს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს, რომელსაც საუბედუროდ, „ქართული ოცნება“ არა ერთხელ დაექვემდებარა და სულ მაქვს მოლოდინი, რომ ახლაც დაექვემდებარება“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა