თეგებით ძიება
27. 10. 2021 COVID - 19

"აცრა უკვდავების წყარო არ არის" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით შესაძლოა აცრილი ადამიანიც დაინფიცირდეს, თუმცა ლეტალური შედეგი აუცრელებში დგება.

„ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონას რომელი შტამი დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია. აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება - იღუპება აუცრელი ადამიანი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა