დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც:
- 27 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 961 165 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 029 260 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.2 %.
- სრულად ვაქცინირებულია 930 865 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.6%.
- 26 ოქტომბერს აიცრა 4 878 ადამიანი.