"საქართველოში უნდა დაინერგოს "კოვიდ საშვები" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის სიახლის შესახებ წერს.
"კიდევ ერთი კარგი სიახლე!
- ფაიზერის ვაქცინამ ბავშვებში (5-დან 11-წლამდე) საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა (დაახლოებით 91%).
- ეს ინფორმაცია (82 გვერდი) არის ხელმისაწვდომი ამერიკის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე.
- საქართველო მთლიანად უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე!
- ქვეყნის მოსახლეობის 90% უნდა აიცრას!
- საქართველოში უნდა დაინერგოს "კოვიდ საშვები" (რაც შეიძლება მალე) ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით!
- საქართველოს კოვიდ საშვი უნდა იქნას სინქრონიზებული/აღიარებული ევროკავშირის მიერ!", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.