თეგებით ძიება
27. 10. 2021 COVID - 19

"საქართველოში "ასტრაზენეკას" ორი დოზით აცრილი ადამიანებისთვის ბუსტერის საჭიროება დადგება" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოში "ასტრაზენეკას" ორი დოზით აცრილი ადამიანებისთვის ბუსტერის საჭიროება დადგება.

"ბრიტანეთში ასტრაზენეკას ვაქცინის ბუსტერი დასაშვებია ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ > 50 წლის მოქალაქეებისთვის, რისკის მქონე შუა ასაკის ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის
ბუსტერად გამოსაყენებლად უპირატესობა ენიჭება ფაიზერს ან მოდერნას
საქართველოში ასტრაზენეკას ორი დოზით აცრილია 58 689 ადამიანი, მათი ძირითადი ნაწილისთვის ბუსტერის საჭიროება დადგება დეკემბერში! იქამდე აუცილებლად დამტკიცდება ეს წესი ჩვენთან.
პ.ს. მე ბუსტერი მიწევს 4 დეკემბერს", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა