თეგებით ძიება
28. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი, ხოლო 5 177 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 707 290-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 647 878 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 918 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,69%, ბოლო 14 დღის - 8,97%, ბოლო 7 დღის - 8,89%


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა