"60 წელს გადაცილებულებს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა არ აღმოაჩნდათ" - დავით გადელია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის ვახტანგ გადელიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
"60 წელს გადაცილებულებს შორის ვაქცინაციის სტატისტიკა არის კატასტროფული. ეს ძალიან მადარდებს და მაოცებს. ის ხალხი, ასაკში მყოფი ადამიანები, რომელთაც სხვა აცრების გამოცდილებაც აქვთ საბჭოთა კავშირში ცხოვრებისას, როგორც ჩანს მაინცდამაინც დაძალებას მიყვებოდა. ახლა კი, როდესაც პასუხისმგებლობა უკვე მოქალაქეზეა, აღმოჩნდა, რომ ეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა მათ არ აღმოაჩნდათ,"- აცხადებს დავით გადელია.