თეგებით ძიება
28. 10. 2021 COVID - 19

ახალი ტალღები ყოველ 2 თვეში გვექნება...სამწუხაროდ გვექნება ასეთი ცუდი გამოსავალი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ახალი ტალღები ყოველ 2 თვეში იქნება.

მისი განმარტებით, პანდემიას მხოლოდ კოვიდვაქცინაცია შეაჩერებს.

"ვაქცინაციის გარდა ამ პანდემიას სხვა ვერაფერი ვერ შეაჩერებს. დღესაც, სამწუხაროდ 45 ადამიანის გარდაცვალებაა, ტრაგედიაა ეს, ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. დღეს 200-მდე სკოლა იმ 2000 სკოლიდან გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, იმიტომ, რომ სკოლაში ვრცელდება. ახალი ტალღები ყოველ 2 თვეში გვექნება. ცოტა ახლა დაიკლებს, მერე ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ გვექნება ასეთი ცუდი გამოსავალი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი, ხოლო 5 177 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა