თეგებით ძიება

"გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელეა" - კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე

გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელეა, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე Ipsos-ის კვლევი ირგვლივ არსებულ სკანდალს.

მისი თქმით, მეორე ტურში ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„ყველა ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Ipsos-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა