თეგებით ძიება

"მრცხვენია იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა ქვეყნისთვის სააკაშვილმა" – დიმიტრი გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უსამართლობაა.

როგორც მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში აღნიშნა, სირცხვილია, რომ საქართველოში მოქალაქეების ნაწილი ვერ ხედავს იმ ყველაფერს, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა.

“ვთვლი, რომ უსამართლობა სააკაშვილის დაპატიმრება, პრეზიდენტის, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და სიღარიბესა და კრიმინალში ჩაფლული ქვეყანა სამაგალითოდ აქცია. მინდა რომ მალე გათავისუფლდეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

მე გამაბრაზა არა იმან, რომ არ შემიშვეს საქართველოში, არამედ გავბრაზდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავდახრილებმა შემატყობინეს და თვალს ვერ მისწორებდნენ, რადგან ეს მათთვისაც უხერხული იყო. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო, იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, სიკეთე ამჯერადაც გაიმარჯვებს. მე კი კიდევ ჩამოვალ საქართველოში და სააკაშვილი, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტი და რეფორმატორია თავისუფალი იქნება”, – თქვა დიმიტრი გორდონმა.

შეგახსენებთ, დიმიტრი გორდონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 27 ოქტომბერს უკან გააბრუნეს. მასთან ერთად, ქვეყანაში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად და ყაზახი ბიზნესმენი. მანამდე კი აეროპორტიდან გააბრუნეს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი. პრობლემები შეუქმნეს უკრაინის ომბუდსმენსაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა