დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 29 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 970 109 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 033 040 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.4 %;
სრულად ვაქცინირებულია 935 726 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.8%;
28 ოქტომბერს აიცრა 4 023 ადამიანი.