თეგებით ძიება

"იმ ხალხისთვის ვწერ, ვისაც სააკაშვილი სძულს... ძალიან შავბნელია საქართველოს მთავრობა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიმყვანი გამომძიებლებიც ამიტომ არ დაისაჯნენ ადეკვატურად – საქართველოს პრემიერი ფიქრობს რომ მას ჰქონდა თვითმკვლელობის უფლება. გამომძიებლებმა ეს უფლება უზრუნველყვეს. ძალიან შავბნელია საქართველოს მთავრობა. პ.ს. იმ ხალხისთვის ვწერ, ვისაც სააკაშვილი სძულს და ფიქრობს, რომ მხოლოდ სააკაშვილზე აისახება ივანიშვილის რეჟიმის შავბნელი აზროვნება. პირიქით! ყველაზე მეტად დაუცველს აზიანებს!” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მოზარდი 2019 წლის 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.
მოგვიანებით,ბსახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. გამომძიებელი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა