თეგებით ძიება

"შიმშილობის თვითმკვლელობად მოხსენიება საბჭოთა მემკვიდრეობაა, თუ პირდაპირ ღატაკიშვილის ტვინის ნაჟურია? დამაინტერესა…" – ბაია პატარაია

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნებისმიერ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უფლებადამცველი ბაია პატარაია.

„პრემიერ მინისტრს გადაეცით, რომ თვითმკველობის უფლება არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება ამ თემაზე და შეუძლია გაეცნოს, განათლდეს. ფაქტია, რომ ბიძინას აკადემია არ არის საკმარისი თვითმკვლელობაზე და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ.

ჩემ უფროს მეგობრებს და საბჭოთა წარსულის მკვლევარებს მინდა ვკითხო, კომუნისტები რას ეძახდნენ პროტესტის ნიშნად შიმლშილობას? ანუ შიმშილობის თვითმკვლელობად მოხსენიება საბჭოთა მემკვიდრეობაა, თუ პირდაპირ ღატაკიშვილის ტვინის ნაჟურია? დამაინტერესა“, - წერს უფლებადამცველი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა