„აცრაც ისეთივე სამოქალაქო ვალია, როგორც არჩევნებზე წასვლა“ - ამირან გამყრელიძე
„აცრის გაკეთება ჩვენი სამოქალაქო ვალია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ეპიდვითარება საგანგაშო და საყურადღებოა. ჩვენი სლოგანია, ვიცრებით საქართველოს სამსახურში ყველა ჩვენგანი, რადგან აღარ გვინდა, რომ ქვეყანაში 40 ადამიანი ყოველდღიურად კოვიდით იღუპებოდეს. ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო სამსახურში. როგორც ყველა ჩვენგანის ვალია არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, ასეთივე სამოქალაქო ვალია, რომ არჩევნების შემდეგ წავიდეთ და ავიცრათ, ვინც აცრილი ბრძანდება, იმას მადლობას ვეტყვი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.