"კოვიდკატასტროფა!..." - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე რუსეთის ფედერაციაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოშიც მოსალოდნელია კოვიდკატსტროფა.
"რუსეთში არის კოვიდკატასტროფა!
საქართველო უკან მიჰყვება , სამწუხაროდ...
აიცერით ფაიზერით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე და დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია!
თავს გაუფრთხილდით!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ინფიცირების 711,255 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9,961 ადამიანი დაიღუპა.