თეგებით ძიება
30. 10. 2021 COVID - 19

კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 624 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 715 865-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 655 129 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 003 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,26%, ბოლო 14 დღის - 8,96%, ბოლო 7 დღის - 8,82%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა