თეგებით ძიება

"თქვენ გაქვთ კანონიერი უფლება იქონიოთ სიები" - კალაძე "ოცნების" აგიტატორებს მიმართავს

აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღირცხვის უფლება., - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. კალაძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს და "ოცნების" აგიტატორებს საქმიანობის გაგრძელება თავისუფლად შეუძლიათ.

"აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღირცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღევავა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები, მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის ასმეტრიანი რადიუსი რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა