კახეთში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე კოვიდინფიცირებულია?
კახეთში, სოფელ კურდღელაურში 49-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ლალი მუმლაური, რომელიც სკოლის დირექტორიცაა, კოვიდინფიცირებულთა სიაში ამ დრომდე ირიცხება.
მუმლაურმა ფაქტის გახმაურების შემდეგ თქვა, რომ მასსა და მის ოჯახის წევრებს იზოლაციის ვადა ამოეწურათ, თუმცა ამის დასადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა და ვერც ის, მიღებული აქვს თუ არა pcr ტესტის უარყოფითი პასუხი.
"ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ მიგვიცია ინფორმაცია, რომ ვიყავით კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში და არც მესიჯი არ მოგვსვლია. იზოლაციის ვადა გაგვივიდა 27 ოქტომბერს. ასეთი განმარტება მომცეს თელავის საოლქოში, რომ 25 ოქტომბრის მონაცემებითაა აღებული ეს [სიის] მონაცემები",- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს 20 ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
mtavari.tv