თეგებით ძიება

დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს. პირველად, კოალიციური გუნდი იმარჯვებს - ნიკა მელია

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით დღეს ისტორიული დღეა და პირველად, კოალიციური გუნდი იმარჯვებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამომრჩევლებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

"მინდა ყველას თბილისელს მოვუწოდო, არ გაკადრებდით, არ ვიკადრებდი რომ არ მქონდეს კონკრეტული ინფორმაცია. თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლება რომ არ კადრულობდეს მანიპულაციებს, ასეთ ჩაყრებს, არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი რომ აღარ მივიდეს საარჩევნო უბნებზე, ამ არჩევნებს ბატონი კალაძე მაინც წააგებს. მაგრამ, ვინაიდან მიმართავენ ყველა სახის მანიპულაციებს, ვიბრძვით ბოლომდე, თითოეული ხმის დასაცავად. ამისთვის საჭიროა მეტი აქტიურობა, რომ ვერანაირი გავლენა ვერ ჰპოვოს მათმა მანიპულაციებმა შედეგზე. ეს არის ისტორიული დღე. დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას, დღეს ჩვენ ვიგებთ თბილისს. პირველად, კოალიციური გუნდი იმარჯვებს. 2 საათი არის საკმარისი დრო, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ვისაც შეგვიძლია, გავიდეთ საარჩევნო უბნებთან და იქ დავდგეთ. თითოეულ ადამიანს ახლა შეუძლია ფასდაუდებელი როლის შესრულება", - აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს 20 ქალაქში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა