თეგებით ძიება

ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, ვულოცავ კალაძეს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები 20-ვე მუნიციპალიტეტში მოიგო.

აქვე, მთავრობის მეთაური თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას კვლავ ულოცავს.

"მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. მადლობა უფალს ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ წინასწარი მონაცემების მიხედვით. ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მე მინდა მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე", - ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20:00 საათზე დასრულდა, საარჩევნო უბნები კი დაიხურა.

ეგზიტპოლი - "მთავარმა არხმა" და "იმედმა" ჩაატარა. "მთავარი არხის" მონაცემებით, თბილისში მელია ლიდერობს "იმედის" ეგზიტპოლით, კი კალაძე იმარჯვებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა