საქართველოში კორონავირუსით 10 003 ადამიანი გარდაიცვალა
კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 1გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსმა ქვეყანაში მთლიანობაში 10,003 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთლიანობაში ინფოცირებულია 715,865 ადამიანი. ამ მონაცემებით საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 193 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 784, „პისიარ“ ტესტით – 19 409.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,34%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,68%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 719 247 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 660 518 გამოჯანმრთელდა, 10 045 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 977 317 აცრა, დღიურად აცრილია – 2 711.
კარანტინის რეჟიმშია 43, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 468 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 093 პირი.