თეგებით ძიება
31. 10. 2021 COVID - 19

"ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა "ფაიზერის" ვაქცინა ბავშვებში 5 წლიდან... ამ დროს საქართველოში პენსიონრები ვერ ავცერით" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ამერიკის წამლების საგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს, რომლის თანახმად 5 წლის ასაკიდან ბავშვების "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიშვა.

"როგორც ვამბობდი, ფაიზერის ვაქცინა არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში!

ამ წუთას (არ მაცადეს, რა ახლა გამოვფრინდი პარიზში) ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინა ბავშვებში 5 წლიდან, როგორც გადაუდებელი გამოყენების ვაქცინა (16 წლიდან უკვე ჩვეულებრივი, სრული ავტორიზაცია აქვს ანუ ყვავილის, ჰეპატიტის და გრიპის ვაქცინის ტოლფასია, მოკლედ რომ ვთქვათ, ჯიგარი ვაქცინაა და საკმაოდ კარგად გამომცხვარი იმერული ხაჯაპურივითაა)!

ხვალიდან ამერიკაში და იმ კვირიდან ევროპაში ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება და ამ დროს საქართველოში პენსიონრები ვერ ავცერით!

ყველა არგუმენტი, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მსოფლიოში, დღესდღეობით ნათელია. ეს არის - ფაიზერის კოვიდ ვაქცინა!
აიცერით ფაიზერის ვაქცინით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია!
ჯანმრთელობას გისურვებთ



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა