წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს. მისი განმარტებით ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ!
“ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ!
ჩემმა მეგობარმა დაწერა და მე 100%-ით ვეთანხმები:
ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!
რეალურად საქართველოს მოსახლეობის 5% არის სრულიად აცრილი ფაიზერის კოვიდ ვაქცინით!
საფრანგეთში მოსახლეობის 86.6% (12 წლის ზევით) არის სრულიად ვაქცინირებული!
ყველა არგუმენტი, მოსაზრება, საუბარიც კი ზედმეტია! ჩვენ ყველა ერთად წავაგეთ,” – წერია გიორგი ფხაკაძის სოციალურ ქსელში.