თეგებით ძიება
01. 11. 2021 COVID - 19

"სამწუხაროდ, სიკვდილიანობა უკვე სტაბილურად რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა" - გამყრელიძე

"ქვეყანაში ძალიან არის მომატებული მობილობა ძალიან ბევრი ფაქტორს გამო, ამიტომ, დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ ვიძლევით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო დღეებში რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელიც.

"სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა უკვე სტაბილურად რამდენიმე დღეა ისევ 40-ს გადასცდა, მაშინ, როდესაც გარკვეული პერიოდი, ოქტომბრის დასაწყისში 30-ს ქვემოთ ვიყავით. მით უმეტეს, როდესაც ასე რადიკალურად მცირდება აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი...

მოგეხსენებათ, ივლისში გვქონდა ყოველდღიური აცრის საშუალო 7569, აგვისტოში ეს ავიდა 23 480-ზე, სექტემბერში გვქონდა 19 119 და სამწუხაროდ, ოქტომბერში ჩამოვედით 5687-ზე, რაც ძალიან ცუდია. ამ პანდემიას შეაკავებს ერთადერთი რამე - მხოლოდ და მხოლოდ ინტენსიური აცრა", - აცხადებს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა