"ჩვენს რეანიმაციაში ყველა პაციენტი აუცრელია" - ლევან გოფოძე
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ყველა პაციენტი აუცრელია.
როგორც ლევან გოფოძე, განმარტავს, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში ამ ეტაპზე 70 მძიმე პაციენტი იმყოფება და არცერთი მათგანი არ არის ვაქცინირებული.
„ინფექციის პრევენციის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია. დღეში 30 ათასის ნაცვლად, 3-5 ათასი ვაქცინირებული, ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ. რაც მეტი ვაქცინირებულია, მით ნაკლებია მძიმე პაციენტი.
ჩვენი კლინიკის მაგალითზე გეტყვით - 70 პაციენტიდან, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული. ყველა მძიმე შემთხვევა, რომელიც მკურნალობს კლინიკაში, აუცრელია“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.