"უშველეთ და გადაარჩინეთ საკუთარი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე!" - ანი ქავთარაძე
ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას კოვიდვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
"ოქტომბერში მისია შეასრულა ქართველმა ერმა და კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 10.000ს გადააცილა!
ნახეთ ვაქცინაციის მაჩვენებლები, ჩვენთან, ესპანეთში, იტალიაში, დანიაში, საფრანგეთში და ისრეალში.
შემდეგ გადადით შემდეგ გრაფიკებზე და აღმოაჩენთ სხვაობას ავადობასა და სიკვდილობაში.
გაიღვიძე ერო, შუქი აანთე!
გარეთ 21ე საუკუნეა და ნუ ისხდებით გამოქვაბულში.
უშველეთ და გადაარჩინეთ საკუთარი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე!
დედამიწის მოსახლეობის 49.4% ვაქცინირებულია მინინუმ ერთი დოზით!
ადმინისტრირებულია 7 მილიარდ დოზაზე მეტი.
ქართველობას არ წაგართმევენ,
არც გამრავლების უნარს;
ისევე როგორც არ წაურთმევიათ სხვა ერებისთვის", - წერს ქავთარაძე ფეისბუქზე.