თეგებით ძიება
02. 11. 2021 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძე - შეღზუდვების გამკაცრებას არ ვემხრობი, ეს წარსულია

შეღზუდვების გამკაცრებას არ ვემხრობი, ეს წარსულია, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, კლინიკური სექტორი უკვე გადატვირთულია, თუმცა ამჟღავნებს ძალიან დიდ მდგრადობას.

„ეს გამოიხატება იმაში, რომ ასეთი გადატვირთვის მიუხედავად, არც ერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ჯერჯერობით სამედიცინო მომსახურების გარეშე. რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, ძალიან მაღალია ჩვენი ზომის ქვეყნისათვის, მაგრამ გლობალურად თუ მიუდგებით და შეადარებთ სხვა ქვეყნებს, ბევრი სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვერ უჩვენებს გარდაცვალების ასეთ დაბალ მაჩვენებელს, როგორც ჩვენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ პერიდოში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან სამი ფაქტორია, რამაც შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა შეამციროს. ეს არის ვაქცინაცინირებულთა რაოდენობა, პირბადის გამოყენების პროცენტი და ხალხმრავალი თავყრილობები. ამ სამიდან რას აკეთებს საქართველო? თითქოს საღი განსჯის უნარი დაკარგა მოსახლეობამ და აკეთებს ყველაფერს საპირისპიროდ, ვაქცინაციის დონე კი არ იმატებს, არამედ მცირდება, რაც წარმოუდგენელია, როცა ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი; პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპაში და ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია; ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები. ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგით, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.

შეღზუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე არ ვემხრობი. ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ ველოდები რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას. ამაზე მე პირადად ვსაყვედურობ ხელმძღვანელობას, რომ ისინი არასკმარისად მკაცრად აკონტროლებენ რეგულაციების აღსრულებას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა