კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი, ხოლო 3818 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 732 965-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 673 640 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 185 პაციენტი ემსხვერპლა.