თეგებით ძიება
03. 11. 2021 COVID - 19

"მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად 40-50 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, რათა გამარტივდეს ეპიდვითარება.

„საქართველოში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამას უშველის მხოლოდ ერთი რამ, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა მათ სთავაზობს. პირველ რიგში 40-50 ათასი კაცი მივიდეს ვაქცინაზე და არა 3-4 ათასი,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა