თეგებით ძიება
03. 11. 2021 COVID - 19

"არის ახალი შტამის გავრცელების რისკი, რომელსაც შესაძლოა, უფრო მეტი დამაზარალებელი ზემოქმედება ჰქონდეს" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში მართალია ჯერ ახალი შტამი არ დადასტურებულა, თუმცა არსებობს ამის რისკები.

"ახალი შტამი ცირკულირებს, ვიცით ეს ამბავი და იმასაც საუბრობენ მეცნიერები, რომ ახალ ვარიაციას, შესაძლოა, უფრო მეტი დამაზარალებელი ზემოქმედება ჰქონდეს. საბედნიეროდ, საქართველოში, ჯერჯერობით, ეს შტამი დადგენილი და აღმოჩენილი არ არის. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაში მოხდა, ასევე, შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა შტამი გავრცელდეს და აქაც ისევ და ისევ გადაზღვევის გზა არის ვაქცინაცია. მეცნიერები საუბრობენ, რომ ვაქცინაცია იცავს ყველა დღემდე ცნობილი შტამებისგან, რაც აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში და ცირკულირებს, ამდენად, აქაც გამოსავალი არის ვაქცინაცია,"- აცხადებს თამარ გაბუნია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა