თეგებით ძიება
03. 11. 2021 COVID - 19

"რეანიმაციაში რომ შეჰყავდათ, ამბობდნენ - “არ მოგვკლათ, გადაგვარჩინეთო”... ექიმი, ვინც ამბობს, რომ არ აიცრათ, მკვლელია!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერებზე და იმ მედიკოსებზე წერს, ვინც პაციენტებს კოვიდვაქცინის გაკეთებას არ ურჩევს და მათ მკვლელებს უწოდებს.

"ამ პოსტს მარტო მეგობრებისთვის ვაზიარებ. ამომასხა.
უკრაინაში 720 ადამიანი გარდაიცვალა დღეს.
ეს კომუნისტური აზროვნება რა უბედურებაა… გავიდა 30 წელი, მაგრამ კომუნისტური კიბო მოგყვება დღესაც. დიახ “საბჯოთა” ინტელიგენცია, ყიფილი КГБ-შნიკები კიდევ არიან ჩვენს გვერდით და თესავენ სიკვდილის …
ექიმი რომ ვაქცინას არ აღიარებს,, “მეცნიერი” რომ ვაქცინას არ აღიარებს, საზოგადოება რომ უსმენს და უჯერებთ ამ ხალხს…
დამღლელია მაგრამ …. დღეს ჩემი ახლობლების მეგობრები გარდაიცვალანენ…. იცით, რომ ორივეს ჩემი მეგობრები ეხვეწებოდნენ, აიცერი და პასუხი მიიღეს ფეისბუქის სტატუსით -" ჩემი ცხოვრებაა, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ,” “მე უკეთ ვიცი, რა არის კარგი”. რეანიმაციაში რომ შეჰყავდათ, ორივე ამბობდა - “არ მომკლათ, გადამარჩინეთ”.

მკვლელების სახელები ცნობილია და ყველამ ვიცით, დიახ, ვიცით, ვინ არიან ისინი!
ექიმი, რომელიც არ აიცრა, არის მკვლელი!

ექიმი, რომელმაც პაციენტს ურჩია, არ აიცრას, ის არის მკვლელი!
ექიმი, ვინც ამბობს, რომ “შენი იმუნიტეტი გიცავს” ,“კოვიდ გადატანილებს ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ და არ აიცრათ”, არის მკვლელი!
რეიტინგის მონებზე აღარ ვსაუბრობ …. თქვენც მალე ამოყოფთ თავს რეანიმაციული განყოფილებაში, მაგრამ მერე გვიან იქნება. იქაც თქვენს მიერ “დაპიარებული” აუცრელი ექიმი დაგხვდებათ და იმისგან დამატებით შტამს მიიღებთ.
ყველამ კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი!
არჩევნები მორჩა, მიხედეთ ქვეყანას!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა