კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 გარდაიცვალა ადამიანი, ხოლო 4 648 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 738 171-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 678 288 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 238 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 10,71%, ბოლო 14 დღის - 9,34%, ბოლო 7 დღის - 9,77%.