თეგებით ძიება
04. 11. 2021 COVID - 19

"ახალმა შტამმა დაიწყო ცირკულაცია ჩვენს მეზობელ, ჩრდილოეთის ქვეყანაში" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დელტა შტამიმა ცირკულაცია უკვე დაიწყო საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

"ახალმა შტამმა დაიწყო ცირკულაცია ჩვენს მეზობელ, ჩრდილოეთის ქვეყანაში. ასევე ეს შტამი დაფიქსირებულია კიდევ 27 ქვეყანაში. ჩვენთან ინტენსიური მონიტორინგი და მეთვალყურეობა მიმდინარეობს ჩვენთან, ლუგარში და ჯერჯერობით დელტას ეს ახალი ვერსია არ დაფიქსირებულა, მაგრამ მომავალ პერიოდში, დიდი ალბათობით ჩვენთანაც გამოჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მობილობა გაზრდილია, მოგზაურობა გაზრდილია და აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული რომ ჩვენთანაც დაფიქსირდეს" - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა