"ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ შესაძლებელი იყოს ყველა ბავშვის აცრა" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა.
„12-15 წლის ასაკის ბავშვებში ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ შესაძლებელი იყოს ყველა ბავშვის აცრა. დღეისათვის 12-15 წლის ასაკის 106 ბავშვია აცრილი.
ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, 16-17 წლის ასაკის 10 ათასზე მეტი ადამიანია „ფაიზერის“ ვაქცინითაა აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.