თეგებით ძიება
04. 11. 2021 COVID - 19

"საქართველო მთლიანად უნდა გადავიდეს "ფაიზერის" ვაქცინაზე! ქართველი ექსპერტების ინსტრუქციები არ გვინდა!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე "ფაიზერის" ვაქცინის საქართველოსთვის ჩუქებისთვის პოლონეთის მთავრობას მადლობას უხდის და წერს, რომ საქართველო მთლიანად "ფაიზერით" ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს.

"ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინა!
მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობრებს- პოლონეთის მთავრობას!
ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს "ფაიზერის" ვაქცინაზე (როგორც მეზობელი თურქეთი და მთელი ევროპა), რაც შეიძლება მალე, დღესვე ჯობია!
ეფექტური ვაქცინაცია იწყება მაშინ, როცა პროცესი არის მარტივი, გასაგები და ხელმისაწვდომი!

გზავნილი ყველგან უნდა იყოს მარტივი:
მოსახლეობის 90% უნდა აიცრას ფაიზერის ვაქცინით მწარმოებლის მიერ დადგენილი დოზებით და ინსტრუქციით (ქართული ექსპერტების ინსტრუქციები არ გვინდა, რა);
სამედიცინო პირბადე უნდა გახდეს სავალდებულო ყველგან და ყოველთვის;
2-მეტრიანი დისტანცია უნდა იქნეს დაცული ყველგან და ყოველთვის;
ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა