1 956 თბილისი, 1 059 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 301 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 743 511-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 631 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 681 919.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 300 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 956
⭕ აჭარა - 217
⭕ იმერეთი - 1 059
⭕ ქვემო ქართლი - 413
⭕ შიდა ქართლი - 446
⭕ გურია - 130
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 328
⭕ კახეთი - 492
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 109
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 119
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 71