თეგებით ძიება
05. 11. 2021 COVID - 19

„არ აიცრა - იმიტომ, რომ საინტერესოა, კიდევ რამდენი გარდაიცვლება“ - კოტე მათითაშვილი

ექიმი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე წერს და მოქალაქეებს აცრისაკენ მოუწოდებს.

“არ აიცრა - იმიტომ, რომ საინტერესოა კიდევ რამდენი გარდაიცვლება
არ აიცრა - იმიტომ, რომ შენ გერჩიან
არ აიცრა - იმიტომ, რომ შენ არ დაგემართება
არ აიცრა - იმიტომ, რომ სხვა მაინც აიცრება
არ აიცრა - იმიტომ, რომ ვიღაცას შენი ჩიპირება უნდა
არ აიცრა - იმიტომ რომ სხვა კვდება და არა შენ
არ აიცრა - იმიტომ რომ ვიღაც ფულს შოულობს
არ აიცრა - იმიტომ რომ შარშან სურდო გქონდა”
არ აიცრა - იმიტომ, რომ ხარ ეგოისტი !
არ აიცრა - იმიტომ, რომ ხარ ურჩი !
ხოდა აიცერი! დაიცავი თავი და სხვა !

ვინც ეს საკუთარ თავს მიაკუთვნეთ მე არ დამაბრალოთ, კარგად დაფიქრთით, რატომ ცხოვრობს მსოფლიოს უდიდესი და განვითარებული ნაწილი თითქმის სრულად ჩვეული რითმით და ემშვიდობება კორონას და რატომ იღუპება ჩვენთან ამდენი ადამიანი და კიდევ ტალღებსა და მღელვარებაში ვართ!", - წერს ექიმი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა