თეგებით ძიება
05. 11. 2021 COVID - 19

"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა ძალიან დაბალია.

მისი თქმით, თუ ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა, მაშინ პანდემიას კიდევ ერთი წლის განმავლობაში უნდა ვებრძოლოთ.

"შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, რადგან „დელტა“ ვარიანტის ფონზე ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი, რომ „დელტა“ ვარიანტის ფონზე მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა ბავშვებში, მოიმატა ბავშვების მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში და მეორე, ბავშვები კორონავირუსის აქტიური გადამტანები არიან“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა