თეგებით ძიება
05. 11. 2021 COVID - 19

,,აუცრელებს არ ვუმკურნალოთო… ადამიანების სიკვდილს აწერენ ხელს” – თამუნა ყურაშვილი

ექიმი თამუნა ყურაშვილი არაჰუმანურს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ აუცრელებს სახელმწიფომ უფასოდ არ უმკურნალოს. ექიმი წერს:

,,კიდევ ერთი მაგალითი დიდი არაჰუმანურობის პრეზიდენტის ,,უსტებიდან” – აუცრელ პაციენტებს არ ვუმკუნალოთო, იგივეა, რადგან მკურნალობის ფული აქვს თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს, ძალიან ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა ამ იდეას, აღფრთოვანებულები გულავენ და სტატუსებს წერენ.

ხომ წარმოგიდგენიათ რამდენ ადამიანს იმეტებენ სიკვდილოსთვის, თან მტანჯველი სიკვდილოსთვის და მე კიდევ მიკვირს, საქართველოს პრეზიდენტის შიმშილობის 34 დღეს (საერთოდ არ მაინტერესებს, როგორი პრეზიდენტი იყო, იმიტომ, რომ ამ წუთას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამას – დიქტატორობიდან აღმაშენებლამდე ხალხი არსებობს) რანაირად შეუძლიათ იღლიცინონ, ლანძღონ და _ ,,ნწნწნწ, მაკბუქები რომ დაარიგა რაში სჭირდებოდა ბავშვებს” _ იძახონ მიშაზე, როცა აგერ, ჩვეულებრივი ადამიანების სიკვდილს აწერენ ხელს მკურნალობის უფლების წართმევით.

არანაირი პიედდსტალიდან არ ვწერ, მაინც რომ იცოდეთ”.

sarke


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა