თეგებით ძიება
05. 11. 2021 COVID - 19

"მავნე ექიმბაშები, არშემდგარი პოლიტიკოსები და “ექსპერტები” ცდილობენ, შექმნან უაზრო ანტივაქსერული ისტერია საქართველოში" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ხელოვნურად შექმნილ ანტიივაქსერულ ისტერიაზე, სოციალურ ქსელში წერს და მიაჩნია, რომ ისინი ოკუპანტი ქვეყნის ინტერსების სასარგებლოდ მუშაობენ.

"ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის ნოემბერში პირველმა კოვიდ ვაქცინამ მიიღო გადაუდებელი გამოყენების უფლება….
ბევრმა ვაქცინამ გაგვიცრუა იმედი, ბევრმა ვერ მიაღწია მე-3 კვლევის სტადიამდე (“მერკი”-ს ვაქცინამ, მაგალითად), მაგრამ ამ ერთმა წელმა გვაჩვენა რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა და მეცნიერებამ გაუძლო ყველაზე დიდ ზეწოლას და შეძლო საუკეთესო შედეგის დადება.
დღეს უკვე გვაქვს სრულად აღიარებული (დიახ, არაექსპერიმენტული) ვაქცინა ფაიზერის სახით.
დღეს გვაქვს არაერთი კოვიდ საწინააღმდეგო/დამხმარე წამლები.
დიახ დღეს ვიცით, როგირ ვმართოთ კოვიდი!

კოვიდის დამარცხება/კონტროლი შესაძლებელი და საკმაოდ მარტივია:

მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი ფაიზერით! (მოდერნასაც არაუშავს)
სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველაგან დახურულ სივრცეში და ხალხმრავალ ადგილებში მინიმუმ 90%!
სოციალური დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი უნდა იქნას მიღწეული შემთხვევების 90%-ში!

სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს!

ყველა მითი, ზღაპრები, შიშები - არც ერთი არ გამართლდა! გამათლდა ის, რომ ფაიზერი/მოდერნა არიან უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები!

და ეს არსაიდან მოსული ბლოგერები, რეიტინგის მონები, მავნე ექიმბაშები, არშემდგარი პოლიტიკოსები და “ექსპერტები”, რომლებიც სპეკულირებენ კოვიდის თემით და ცდილობენ, შექმნან უაზრო ანტივაქსერული ისტერია საქართველოში, ძირითადად არიან რუსეთის სპეცსამსახურების არშემდგარი ოფიცრები და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები. ისინი მუშაობენ ოკუპანტი ქვეყნის ინტერსების სასარგებლოდ!", -წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა