თეგებით ძიება
05. 11. 2021 COVID - 19

"მიყვირიან... ორი დღეა ველოდები სიცხის ნემსს" - კოვიდით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის სკანდალური მიმოწერა

"მიყვირიან, კაიფობენ უზრდელები" - ამის შესახებ წერია კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გზავნილებში, რომელსაც ის ოჯახს სწერდა. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

ჩარკვიანი კლინიკაში სტაბილური მდგომარეობით შეიყვანეს, თუმცა 1-თვიანი მკურნალობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

როგორც 20 წლის ფეხბურთელის ოჯახთან მიმოწერიდან ირკვევა, ის ექიმებს ნემსის გაკეთებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ.

"ვახტანგ ჩარკვიანი: დღეში 2-ჯერ შემოდიან და იყვედრებიან, საჭმელი თუ არ უთხარი არ მოაქვთ, ცივი სუპი მოიტანეს. გადავასხი მაგათ თვალწინ. რატო აქცევო?! კაი დროს რომ მოგაქვს, მაგიტო თქო.

ოჯახი: შენნაირი ბევრი ჰყავთ და ღამეებს ათევენ, მაგათმაც რა ქნან. აბა რა ჭამე?

ვახტანგ ჩარკვიანი: #ლეობა ქათამი, ქვასავით იყო. გემოც არ მაქვს. ნემსი გამიკეთე თქო, ორი დღეა ველოდები...სიცხის ნემსი. [...] ამათ უპატრონო ვგონივარ. მიყვირიან, კაიფობენ უზრდელები", - ვკითხულობთ მიმოწერაში.

ეს მიმოწერა არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკურნალობისას ექიმებმა გულგრილობა გამოავლინეს. პაციენტს ყურადღებას არ აქცევდნენ და უფლებამოსილებასაც გადააჭარბეს.

დოკუმენტური მტკიცებულებების გარდა, გარდაცვლილის ოჯახში ამბობენ, რომ არსებობენ მოწმეებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ ექიმებმა გულგრილობა გამოიჩინეს.

ოჯახის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო 20 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად კოვიდინფიცირებას ასახელებს. სამედიცინო დაწესებულების ამ ვერსიას ფეხბურთელის ოჯახი არ ეთანხმება. მამა ამბობს, რომ კლინიკაში შესვლისას შვილი კოვიდინფიცირებული იყო, თუმცა, ინკუბაციის ვადა რამდენიმე დღეში სრულდებოდა. მანამდე ფეხბურთელი კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

ოჯახი ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსის მოლოდინშია. რა გახდა 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზი გამოძიებას ამ დრომდე არ უთქვამს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა