თეგებით ძიება
05. 11. 2021 COVID - 19

"კარგი სურათია... გამოსავალი არის და საკმაოდ მარტივი" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვაქცინაციის დაფარის მონაცემებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"საკმაოდ კარგი სურათია - ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვაქცინაციის დაფარვა 2021 წლის 3 ნოემბერის მდგომარეობით.

ეს სრული სურათი არ არის, ვინსიდან აქ არის მოცემული ყველა არსებული ვაქცინით დაფარვა და, რა თქმა უნდა, დღეს უკვე ნათელია, რომ ჩინური და რუსული ვაქცინები არ იცავენ ადამიანებს კოვიდის დელტა ვარიანტებისგან. ასევე ამ სტატისტიკაში არის გაყალბებული ვაქცინირებულები (უკრაინაში მაგალითად, 210 000 ვაქცინის ყალბი ტესტის ამბავი "გასკდა” 2 დღის უკან, რუსეთზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ). ასევე “გალამაზებულუ”/“შესწორებული” სტატისტიკა (ყოფილი საბჯოთა რესპუბლიკების უსაყვარლესი ინსტრუმენტი).

ტენდენცია მაინც არის ყველგან ერთნაირი. იქ, სადაც დაბალი ვაქცინაციის დაბალი დაფარვა, იქ არის მაღალი მძიმე ინფიცირების მაჩვენებელი და, აგრეთვე, მაღალია სიკვდილიანობა.

გამოსავალი არის და საკმაოდ მარტივი, ფაიზერით/მოდერნათი ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადეები და დისტანცია", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა