თეგებით ძიება
06. 11. 2021 COVID - 19

ბაღდათის საკრებულოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა – ის 4 შვილის მამა იყო

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, 38 წლის მამუკა გორგოძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე კორონავირუსს შინ მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მამუკა გორგოძე ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“თავმჯდომარე იყო, ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი საკრებულოში პარტიიდან – „საქართველოსთვის” იყრიდა კენჭს. მამუკა გორგოძე ოთხი შვილის მამა იყო.

სარკე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა