საქართველოში 2 003 963 აცრა გაკეთდა, 6 ნოემბერს 3 453 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 003 963 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 048 619 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %-ია.
სრულად ვაქცინირებულია 952 248 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.3%-ს შეადგენს.
6 ნოემბერს 3 453 ადამიანი აიცრა.