თეგებით ძიება
07. 11. 2021 COVID - 19

"არც უნდა ველოდეთ კოვიდსაწინააღმდეგო ისეთ წამალს, რომელსაც ვაქცინასთან მიახლოებული ეფექტურობა ექნება და მით უფრო - ჩაანაცვლებს!" - დავით გადელია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტებსა და ვაქცინის ეფექტიანობაზე სოციალურ ქსელში წერს.

"კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტები
როგორც მოგახსენეთ და დაგეგმილი იყო, თვის დასაწყისში, გერმანიის დონაციით, ქვეყანამ მიიღო მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტების ორი ჯგუფი. მათი სახელები არაფერს გეტყვით და იმდენად რთულია- არც დაგამახსოვრდებათ.

ერთი ჯგუფი გამოიყენება ამბულატორიული მკურნალობის პირობებში, ხოლო მეორე სტაციონარულად, მაგრამ ძალიან ადრეულ ეტაპზე- პირველ დღეებში, როცა დაავადებულ ორგანიზმს ჯერ თავად არა აქვს გამომუშავებული ანტისხეულები. ამიტომ, აუცილებელი ხდება ანტისხეულების კონტროლი.

ეს მედიკამენტები დასალევი რომ იყოს და 2-3 ლარი ღირდეს, ყველას გირჩევდით: "-მიიღეთ, კარგია დაავადების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად "-თქვა. მაგრამ, როცა 1200დოლარი ღირს თითო გადასხმა და თან პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ჯობია ეს მოხდეს- ცხადია, შესაძლებლობები შეზღუდულია და მხოლოდ მაღალი რისკის - 65 წელს გადაცილებულ, თანდართული დაავადების მქონე პაციენტებით დავიწყებთ.

ერთი სიტყვით, კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რაც კაცობრიობამ გამოცდილებით დიდი ხანია მიიღო: არ არსებობს პროფილაქტიკაზე ეფექტური მკურნალობა! არ არსებობს და ალბათ არც უნდა ველოდეთ კოვიდსაწინააღმდეგო ისეთ წამალს, რომელსაც ვაქცინასთან მიახლოებული ეფექტურობა ექნება და მით უფრო- ჩაანაცვლებს!", - წერს გადელია ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა